7 მედალი | პარაძიუდოისტებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში, 14 აგვისტოს, სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა პარაძიუდოში.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს დელეგაცია უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა - ჩვენს ნაკრებს 13 პარა ათლეტი წარმოადგენდა, რომელთანგან 7-მა, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, მედლის მოპოვება შეძლო.
გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრები - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით, ევროპის ჩემპიონატის პირველ ადგილზე გავიდა. შეჯიბრი მიმდინარეობდა 2 კატეგორიაში: J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის) და J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის).
ინდივიდუალურ შეჯიბრში მოგებული მედლები:
ოქრო:
საბა ბაღდავაძე (J1, -81 კგ); ლევან გუგავა (J2, -81 კგ); რევაზ ჩიკოიძე (J2, +95 კგ)
ვერცხლი:
გიორგი გამჯაშვილი (J2, -70 კგ); ზვიად გოგოჭური (J2, +95 კგ)
ბრინჯაო:
ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ); ინა ქალდანი (J2, +70 კგ)
16 აგვისტოს, გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება - 2025 წელს, ჩვენი პარაძიუდოისტთა ნაკრები, ისტორიაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.