Belive

ოთარ კიტეიშვილი: "ფეხბურთელებმა მომხდარზე სწორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ და ვითარება შევცვალოთ"

11 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში, უკრაინასთან მოახლოებული მატჩის წინ საუბრობს.

"ვილი სანიოლს მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა და რა სიხარულიც ერთად გავიარეთ. გასულ მატჩებში გამოჩნდა, რომ შედეგები აღარ გვაკმაყოფილებდა, მაგრამ ეს მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობა არ არის. მთლიანად გუნდმა უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და შევძლოთ, რომ არსებული მდგომარეობა ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვასწოროთ.

მატჩის შემდეგ ვთქვით, რომ გამოსწორებისთვის დრო გვაქვს და როგორც რამაზ სვანაძე ამბობს, მთავარია, რომ სწორი რეაქცია გვქონდეს.

11 მატჩია უკრაინასთან გამარჯვება არ მოგვიპოვებია. ვფიქრობ ამჟამინდელი ფორმაციის მეტოქის რიგებში საკმაო ცვლილებები არის.

სეზონის დასაწყისში კუნთის ტრავმის გამო საკმაო დრო გამიცდა. ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობიდან მატჩი არ დამიწყია, ხოლო რა დროს მივიღებ უკრაინასთან მატჩში, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრები უკრაინას 28 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები