ორივე ძმა ავსტრიაში | ოთარ მამაგეიშვილი ქართველებისთვის ნაცნობ კლუბში ითამაშებს
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილების მქონე ოთარ მამაგეიშვილი კარიერას ავსტრიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
23 წლის ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი ფამალიკაოდან ავსტრიელ "მგლებს" ერთსეზონიანი იჯარის წესით შეუერთდება. ვოლფსბერგერს ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.
საინტერესოა, რომ ოთარ მამაგეიშვილის ტყუპისცალი ძმა, გიზი მამაგეიშვილიც ავსტრიაში, ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმში თამაშობს.
ვოლფსბერგერის ისტორიაში ოთარ მამაგეიშვილი პირველი ქართველი არ გახლავთ, აქამდე, ამ გუნდში გურამ გიორბელიძეს, ლუკა ლოჩოშვილს და სანდრო ალთუნაშვილს უთამაშიათ.
ვოლფსბერგერი 2025 წელს ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა, გასულ სეზონში კი რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდა.