"როგორია საქართველოს A ლიგაში აღზევების შანსები" - Football Meets Data
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთთან სტუმრად 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მილოშ კერკეზმა გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის სტატისტიკის, მონაცემთა ანალიზისა და პროგნოზირების პლატფორმა Football Meets Data-მ საქართველოს ეროვნული ნაკრების B დივიზიონიდან A დივიზიონში აღზევების შანსები გამოთვალა.
იმის შანსი, რომ ჩვენმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავოს და ჯგუფი მოიგოს 1.1%-ია, მეორე ადგილზე გასვლის შანსი და პლეი-ოფის თამაში 5.5%, მე-3 პოზიციის 16.6%, ხოლო ბოლო ადგილზე გასვლის შანსი 76.8%.
ზოგადად სურათი რო შევაჯამოთ კი ასეთია: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს A ლიგაში დაწინაურების შანსი 2.4%-ით ფასდება, C ლიგაში გავარდნის კი 20.1%-ით. Football Meets Data-ს პროგნოზით ჩვენი ნაკრები 82.3%-ით B-ში დასარჩენ პლეი-ოფს ითამაშებს.
N. Ireland ☘️ with 2/2 wins away from home, now the favorites to win the group and promote directly to League A!
— Football Meets Data (@fmeetsdata) October 2, 2026
Winning the group would also all but ensure them a spot in EURO Playoffs.
Top 2 spots bring Pot 2 in EURO qualifiers. pic.twitter.com/8V2dYRSRIx
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ დროისთვის ჯგუფში 3 მატჩი გამართა და ჯერ გოლი არ გაუტანია, მათ 2 მარცხი და 1 ფრე უფიქსირდებათ.
ცხრილი კი ასე გამოიყურება:
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე ჩატარდება.