ორი ქართველი ერთ გუნდში: ლაშა დვალს ბერძნული ვარიანტი აქვს
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი შესაძლებელია საბერძნეთის ჩემპიონატში გადაბარგდეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, 30 წლის ქართველი ფეხბურთელი კრეტას ოფის შესთავაზეს, რომელშიც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლევან შენგელია თამაშობს.
"კრეტას ოფის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით, რამდენიმე ფეხბურთელი შესთავაზეს, მათ შორის ლაშა დვალი, რომელიც ლევან შენგელიასთან ერთად, საქართველოს ნაკრების მოქმედი ფებხურთელია", - წერს primesport.
ლაშა დვალი გასული სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტია, 3 სეზონის განმავლობაში კი კვიპროსული აპოელის ფეხბურთელი გახლდათ. კარიერის განმავლობაში მან 4-ჯერ უნგრეთის ჩემპიონატი, ერთხელ თასი, ასევე თითო-თითოჯერ კვიპროსის ჩემპიონატი და თასი მოიგო.