Belive

ორი ამხანაგური თბილისში - 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის ემზადება

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უეფას ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებს 26 და 28 თებერვალს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ორივე მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 23 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი).

ნახევარმცველები: დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (საბურთალო), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), საბა სამუშია (ანორთოსის ფამაგუსტა, კვიპროსი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

თავდამსხმელები: ლუკა შეროზია (სამგურალი წყალტუბო), ლუკა ფრიდონიშვილი (დინამო თბილისი).

რაც შეეხება ელიტ-რაუნდს, აქ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას შეხვდება. მატჩები იტალიაში გაიმართება, კალენდარი კი ასეთია:

20 მარტი: ჩეხეთი V საქართველო

23 მარტი: შოტლანდია V საქართველო

26 მარტი: იტალია V საქართველო

სხვა სტატიები