Belive

ოქროს ბურთის ოფიციალურმა გვერდმა კვარას ვიდეო მიუძღვნა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას, ოქროს ბურთის ოფიციალურმა გვერდმა ვიდეო მიუძღვნა.

კონკრეტულად, France Football-მა ოქროს ბურთის დაჯილდოების წინ 30 დღის ათვლა დაიწყო და პირველ დღეს ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებიც აღნიშნული ჯილდოს მოგების 30 ნომინანტს შორის, კარიერაში პირველად დასახელდნენ.

ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს ოფიციალურმა გვერდმა, 22 წლის ქართველის მიერ 2022/23 წლების სეზონში ნაჩვენები შესანიშნავი მომენტები ამოარჩია.

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი 30 ოქტომბერს, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები