Belive

ოფიციალურად: დოჰას მასტერსი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია (შემადგენლობა)

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოში, 2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ყატარის დედაქალაქ - დოჰაში, 11-13 იანვარს ჩატარდება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 15 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა Live.ge-ს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლაშა გუჯეჯიანმა დაუსახელა.

შემადგენლობა:

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი; თემურ ნოზაძე -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი; ბაგრატ ნინიაშვილი -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი -81 კგ: ლუკა მაისურაძე; ტატო გრიგალაშვილი -90 კგ: ლაშა ბექაური; ბექა ღვინიაშვილი -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი +100 კგ: გურამ თუშიშვილი; ლევან მატიაშვილი; გელა ზაალიშვილი. -52 კგ: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი  

სხვა სტატიები