Belive

ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენების ნომინაციები და გამარჯვებულები გამოავლინა.

2023 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად, 7-გზის მსოფლიოსა და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ტალახაძე დასახელდა, რომელმაც 2023 წელი მაღალ დონეზე ჩაატარა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატი და ორივე შეჯიბრება ოქროს მედლებით დაასრულა.

საუკეთესო ქალ სპორტსმენად კი - ანასტასია გუბანოვა დასახელდა, რომელმაც 2023 წლის თებერვლის თვეში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები