ოფიციალურად | ნიკოლოზ შერაზადიშვილი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
13 საათის წინ
სხვა
1 წთ
თბილისში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღე დარჩა. საქართველოს დედაქალაქი 16-19 აპრილს კონტინენტის პირველობას უმასპინძლებს, რომელიც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობიდან ამოვარდა 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი.
როგორც ცნობილი ხდება, ნიკოლოზმა ვერ შეძლო ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელება და ტატამიზე დროულად დაბრუნება, რის გამოც იძულებული იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გამოსულიყო...
შერაზადიშვილს ევროპის ჩემპიონატებზე 3 მედალი აქვს მოპოვებული - აქედან ერთი 90 კგ-ში, ხოლო 2 მედალი 100 კგ-ში.
ესპანელთა შემადგენლობა
60 კგ - ფრანცისკო გარიგოსი, ლუის ბაროს ლოპესი
66 კგ - ადრიან ნიეტო ჩინარო, დავიდ გარსია ტორნე
73 კგ - ანტონ შუჰალიევი
90 კგ - აარონ სანტამარია როდრიგესი