საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელმაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველად გავიდა მასტერსის 1/2 ფინალში.
ნიკოლოზ ბასილაშილმა 3 სეტში დაამარცხა მსოფლიოს მესამე ჩოგანი - სტეფანოს ციციპასი და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში ქართველი ჩოგანის სავარაუდო მეტოქე, ტურნირის მთავარი ფავორიტი, ოლიმპიური ჩემპიონი - ალექსანდრ ზვერევი იყო, თუმცა იგი 1/4 ფინალში, სენსაციურად, 3 სეტში დამარცხდა ამერიკელ ტეილორ ფრიცთან.
ამერიკელმა ჩოგბურთელმა ზვერევის წინააღმდეგ მატჩპოინტი გადაარჩინა და პირველი სეტის დამარცხების შემდეგ მატჩის შემობრუნება შეძლო (4:6; 6:3; 7:6).
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის რათქმაუნდა ეს უკეთესი ვარიანტი იყო, რადგან ალექსანდრ ზვერევი ოლიმპიური ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტოკიოს ოლიმპიადაზე სწორედ მასთან დამარცხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტეილორ ფრიცი 3-ჯერ არიან ერთმანეთს შეხვედრილები, აქედან 2021 წელს 2-ჯერ, დუბაიში ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა, ხოლო დოჰაში კი ქართველმა ჩოგბურთელმა 2:0 გაიმარჯვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ტეილორ ფრიცის მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.