Belive

OKTAGON47: ამირან გოგოლაძის მომდევნო ბრძოლის თარიღი ცნობილია

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

7 ოქტომბერს, ბრატისლავაში, OKTAGON47-ის ივენთზე, ამირან გოგოლაძის ბრძოლა შედგება. ქართველი "სნაიპერი" ქვესაშუალო წონაში, პოლონელ ლუკაშ სივიეცს დაუპირისპირდება.

ამირან გოგოლაძისა (15:3) და ლუკაშ სივიეცის (9:2) ბრძოლა მეინ ქარდზე შედგება. აღსანიშნავია, რომ მოახლოებული ბრძოლისთვის, გოგოლაძე ფავორიტის სტატუსით სარგებლობს - სივიეცი კი ანდერდოგია. ივენთის მთავარ ბრძოლაში, საჩემპიონო ქამრისთვის, კარლოს ვემოლა (34:7) პავოლ ლანგერს (12:9) დაუპირისპირდება. 

OKTAGON47-ის მეინ ქარდზე, 6 ბრძოლა გაიმართება და ორგანიზატორები გულშემატკივრებს განსაკუთრებულ შოუს პირდებიან. 

OKTAGON MMA-ის მიერ ორგანიზებულ ივენთზე, ამირან გოგოლაძემ უკანასკნელად 2023 წლის 5 მაისს იჩხუბა, სადაც ბრიტანელი ლაიამ ეტებარი გაანადგურა.

 

 

სხვა სტატიები