Belive

ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილმა ულსან ჰიუნდაი დატოვა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

30 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა "ულსან ჰიუნდაი" დატოვა.

ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

"ულსან ჰიუნდაისა" და კორეის ლიგის ყველა გულშემატკივარს:

მოგმართავთ, ვაკო:

გმადლობთ იმ ვნებიანი სიყვარულისთვის, რომელიც მაჩვენეთ ამ სამი წლის განმავლობაში.

მე იმაზე მეტად მიყვარხართ, ვიდრე ამის გამოხატვა რომელიმე სიტყვას შეუძლია. 

ის სამი წელიწადი, რომელიც ამ გუნდში, უსლანსა და ამ ქვეყანაში გავატარე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო. შევეცადე, რომ გუნდისათვის ყველაფერი გამეღო და ორჯერ ჩემპიონობის მოპოვება ამიტომაც შევძელით. 

ვცდილობდი ვყოფილიყავი განსაკუთრებული ფეხბურთელი. აქ გატარებული დრო ძალიან შემიყვარდა და არასდროს დამავიწყდება.

ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ მომავალშიც მიგულშემატკივროთ.

იმედი მაქვს, თუ ერთმანეთს ისევ შევხვდებით, ღიმილიანი სალამი გვექნება.

მიყვარხართ და მადლობა", - წერს ვაკო ყაზაიშვილი სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram

A post shared by Vako Qazaishvili (@vakoqazaishvili)

ვაკო ყაზაიშვილმა "ულსანის" შემადგენლობაში გატარებულ სამ წელიწადში 35 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის სამხრეთ კორეის ჩემპიონი ორჯერ გახდა. არსებობს ვარაუდი, რომ 2024 წლიდან ქართველი ფეხბურთელი ჩინეთის ვიცე-ჩემპიონ "შანდონგ ტაიშანს" შეუერთდება.

სხვა სტატიები