ოფიციალურად: გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში დაბრუნდა
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გიორგი არაბიძე გუნდში დაბრუნდა. 27 წლის ფეხბურთელი ტორპედოში ახალი სეზონიდან ითამაშებს.
მხარეებს შორის კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა, რომელშიც ქუთაისურ გუნდს გახანგრძლივების შესაძლებლობაც აქვს.
გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივლისამდე თამაშობდა და 81 მატჩში 26 გოლის გატანა და 18 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
ქუთაისის ტორპედომ საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და შემდეგი წლის ზაფხულში, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.