Belive

ოფიციალურად: გიორგი აბუაშვილი მეცის ფეხბურთელია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი აბუაშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს. 22 წლის შემტევის ტრანსფერი მეცის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

გიორგი წიტაიშვილის იჯარით დამატებიდან რამდენიმე დღეში, მეცმა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გააოფიციალურა.

"ძალიან მიხარია, მეცში გადასვლა და ამ მაისურის ჩაცმა. მოუთმენლად ველი ამ გუნდთან ერთად პირველი მატჩის ჩატარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს და აგენტებს ჩემი შესაძლებლობების რწმენისთვის და ყოველდღიური მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ გუნდს რაც შეიძლება მეტი გოლის გატანით დავეხმარები", - ამბობს გიორგი აბუაშვილი.

გიორგი წიტაიშვილის და გიორგი მიქაუტაძის შემდეგ, გიორგი აბუაშვილი მეცის მესამე ქართველი ფეხბურთელია.

გიორგი აბუაშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, კარიერის განმავლობაში პორტუს ბ გუნდში, რუმინულ პეტროლულსა და ფოთის კოლხეთი 1913-ში უთამაშია. ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს 2025 წელს კარიერის გამორჩეული პერიოდი აქვს: ეროვნულ ლიგაში გატანილი 8 გოლით მეორე საუკეთესო ბომბარდირია და ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, სადაც ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც გაიტანა.

სხვა სტატიები