Belive

ჩვენი მეტოქე ახალი მწვრთნელით | ბულგარეთის ნაკრებში ალექსანდერ დიმიტროვი დანიშნეს

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ბულგარეთს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ილიან ილიევი სექტემბერში ორი მატჩის წაგების (ესპანეთთან 0:3 და საქართველოსთან 0:3) შემდეგ გათავისუფლდა და მის ნაცვლად, გუნდში ალექსანდერ დიმიტროვი დაინიშნა.

ალექსანდერ დიმიტროვი 49 წლის სპეციალისტია, რომელიც ბულგარეთის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. კონკრეტულად, ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ალექსანდერ დიმიტროვი 2018 წლიდან მოყოლებული მუშაობს. კარიერის განმავლობაში მას ბულგარული ბეროე და ორიაჰოვისტას ლოკომოტივი ჰყავს გაწვრთნილი.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შემდეგი წლის მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე მეორედ 18 ნოემბერს სტუმრად შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები