ნინო ოძელაშვილი სამბოს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სერბეთში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე, ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ შეხვედრაში ოძელაშვილი ქსენია ზადვორნოვასთან 0:2 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბელგიელ ვიქტორია ბოლოჰანს სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
პირველ საშეჯიბრო დღეს ქართულ ყულაბაში ყველა სინჯის მედალია: ჩემპიონი გახდა დავით ლორიაშვილი (98 კგ), ვერცხლის მედალს ლუკა წიქვაძე(-79კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ (+88კგ) მიიღეს.
ტურნიირი დღეს დაიწყო და 12 მაისამდე გაგრძელდება, პირველ დღეს მედლები 14 წონით კატეგორიაში გათამაშდა.