დავით ლორიაშვილმა სამბოს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
დავით ლორიაშვილი (98 კგ) სამბოში ევროპის ჩემპიონია. სამბოს ევროპის ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დღეს დაიწყო და 12 მაისს დასრულდება. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები 14 წონით კატეგორიაში გათამაშდა.
ლორიაშვილს სულ 3 შეხვედრის მოგება ეყო იმისთვის, რომ ჩემპიონი გამხდარიყო. პირველ წრეში ქართველი ისრაელის წარმომადგენელს, იტაი პაშინსკის დაუპირისპირდა და მეტოქე 7:1 დაამარცხა. ნახევარფინალში დავითის მეტოქე აზერბაიჯანელი რასულ აიდამიროვი იყო, რომელსაც საკმაოდ მარტივად, ანგარიშით 5:0 გაუმკლავდა. 98 კგ წონით კატეგორიაში, ფინალი ქართველსა და სომეხ სპორტსმენებს შორის შედგა, დაძაბულ ბრძოლაში ლორიაშვილმა არსენ ხანჟიანი 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.