ნინიაშვილი და საღინაძე ძირითადში, აფციაური მარქაფაში - ლიონი ფინალისთვის დაირაზმა
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
23 მაისს, 23:00 საათზე, ჩელენჯ ქაფის ფინალში ინგლისური და ფრანგული სარაგბო კლუბების დაპირისპირება შედგება. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჩემპიონის ტიტულისთვის, ბასი და ლიონი დაუპირისპირდებიან, სადაც 4 ქართველი მორაგბე თამაშობს.
პრინციპული მატჩისთვის, ლიონის შემადგენლობა დასახელდა - დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე დაპირისპირებას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ, ხოლო ირაკლი აფციაური მარქაფიდან ჩაერთვება. სამწუხაროდ, ბექა შვანგირაძე ფინალში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილი და საღინაძე ლიონთან ერთად ჩელენჯ ქაფის ჩემპიონები 2021/22 წლების სეზონში გახდნენ, როდესაც კლუბმა ისტორიაში პირველად შეძლო აღნიშნული ტურნირის მოგება.