"ფოფანას პროფილის მქონე მოთამაშის პოვნა უფრო ძვირი დაგიჯდება" - სიდნი გოვუ
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე მომდევნო სეზონიდან ვილიარეალში იასპარეზებს. ფრანგულმა გუნდმა ჟორჟის გაყიდვა ფინანსური კრიზისის გამო გადაწყვიტა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ლიონის ყოფილი ფეხბურთელი სიდნი გოვუ:
ლიონმა დღევანდელ მატჩზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. სკაუტებმა და მწვრთნელმა იციან თუ ვინ სჭირდებათ ამა თუ იმ პოზიციაზე. საწყენია, რომ ჟორჟმა კლუბი დატოვა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მიქაუტაძის შეცვლა უფრო მარტივია, ვიდრე ფოფანასი. დღეს, ევროპაში ფოფანას პროფილის მქონე მოთამაშის პოვნა უფრო ძვირი დაგიჯდება. - სიდნი გოვუ
Sidney Govou 🇫🇷 sur le départ de Mikautadze 🇬🇪:
— BeFootball (@_BeFootball) August 31, 2025
« Ça me désole qu’il ait quitté le club mais faut dire la vérité : 𝗖’𝗘𝗦𝗧 𝗣𝗟𝗨𝗦 𝗙𝗔𝗖𝗜𝗟𝗘 𝗗𝗘 𝗥𝗘𝗠𝗣𝗟𝗔𝗖𝗘𝗥 𝗠𝗜𝗞𝗔𝗨𝗧𝗔𝗗𝗭𝗘 🇬🇪 𝗤𝗨𝗘 𝗙𝗢𝗙𝗔𝗡𝗔 🇧🇪. »
(@lequipe) pic.twitter.com/7boYXj9IFM
გიორგი მიქაუტაძე ლიონმა გასულ წელს 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა, მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 18 გოლი, გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.