Belive

მზადყოფნა მორიგი ტიტულისთვის: პსჟ-ს განაცხადი ტოტენჰემთან მატჩისთვის ცნობილია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პსჟ-მ უეფას ევროპის 2025 წლის სუპერ თასზე ტოტენჰემთან მატჩისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად სრულფასოვნად ემზადება და რა თქმა უნდა, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდის განაცხადშია.

განაცხადში ახალწვეულები, მეკარეები ლუკას შევალიე და რენატო მარინი არიან, ჯანლუიჯი დონარუმა კი არ არის, რომლის პოტენციურ ტრანსფერზეც ბევრს საუბრობენ.

სუპერ თასზე მონაწილეობას 22 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი, ილია ზაბარნი არ მიიღებს, რომლის ტრანსფერიც გუნდმა მატჩის წინა დღეს გაასაჯაროვა.

პსჟ-სა და ტოტენჰემის მატჩი იტალიაში, უდინეში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები