მწვრთნელი ადასტურებს | ოთარ კიტეიშვილი მოედანზე ბრუნდება
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება. ამის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფაბიო ინგოლიჩი პრესკონფერენეციის დროს საუბრობს.
"საკადრო მხრივ ძალიან კარგი სიახლეებია, უმარ დიაკიტე ჯერ კიდევ საჭირო ნებართვის მოლოდინშია და ჩვენი დახმარება ჯერ ვერ შეეძლება, სამაგიეროდ, წარმატებული სავარჯიშო კვირის შემდეგ, ოთარ კიტეიშვილი და ფილიპ როზგა დაბრუნების ზღვარზე არიან", - ამბობს ფაბიო ინგოლიჩი.
ოთარ კიტეიშვილს გრაცის შტურმის შემადგენლობაში გატარებულ 8 წელიწადში 269 მატჩში 72 გოლი აქვს გატანილი და 44 საგოლე პასი გაკეთებული. ქართველ ლიდერთან ერთად, შტურმმა ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატი და მიჯრით ორჯერ თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე 20 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ დაბრუნდა და ევროპა და კონფერენს ლიგების რეგულარულ მონაწილედ ჩამოყალიბდა. ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, გასულ სეზონში კი საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.