Belive

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება -90 კგ წონითი კატეგორია | პრევიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონითი კატეგორიის ასპარეზობას თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა, 10 მაისს, მეხუთე საშეჯიბრო დღეს, 90 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით, მოქმედი ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები - ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური იასპარეზებენ.

ასევე აღსანიშნავი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 90 კგ წონით კატეგორიას, ქართველების წონად მოიხსენიებენ.


ტიტულები და გზა ეროვნული ნაკრებისკენ

ლაშა ბექაური |

ლაშა ბექაური ეროვნულ ნაკრებში პირველად 2019 წელს გამოჩნდა, სადაც ტაშკენტის გრან პრიზე მიიღო მონაწილეობა და მეხუთე ადგილი დაიკავა. იქამდე კი იგი ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა (2018 და 2019 წლებში).

ლაშა ბექაურმა ეროვნულ ნაკრებში წარუმატებელი დებიუტი, მომავალ შეჯიბრებზე დიდ წარმატებად აქცია და იგი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.

2019 წლის ცინდაოს მასტერსი იყო ის პირველი შეჯიბრი, რომელიც ლაშა ბექაურმა ეროვნულ ნაკრებში მოიგო. მან ფინალში უძლიერესი ნიკო შერაზადიშვილი დაამარცხა.

მას შემდეგ კი დიდი შეჯიბრებიდან, ბექაურის ანგარიშზე, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირველობაა. ბექაურს სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო აკლია იმისათვის, რომ დიდი სამეული შეკრას.

ევროპის ჩემპიონატი - ოქროს მედალი (2021 წელი).

მსოფლიო ჩემპიონატი - ბრინჯაოს მედალი (2022 წელი).

მასტერსები - ოქროს მედალი - ცინდაოს მასტერსი (2019 წელი); ბრინჯაოს მედალი - დოჰას მასტერსი (2021 წელი).

გრანდ სლემები - ოქროს მედალი - თელ ავივის გრანდ სლემი (2021 წელი); თბილისის გრანდ სლემი (2023 წელი). ბრინჯაოს მედალი - ტოკიოს გრანდ სლემი (2023 წელი).

ლუკა მაისურაძე |

ლაშა ბექაურის მსგავსად, ლუკა მაისურაძეც ეროვნულ ნაკრებში 2019 წელს, ეკატერინბურგის გრანდ სლემზე გამოჩნდა, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ეროვნულ ნაკრებამდე კი ლუკა მაისურაძე იუნიორებში ევროპის ჩემპიონია, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ოქრო აქვს მოპოვებული და ასევე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი.

ლუკამ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (2020 წელს), 2022 წელს კი სოფიაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ევროპის ჩემპიონატი - ოქროს მედალი (2022 წელი); ბრინჯაოს მედალი (2020 წელი).

მსოფლიო ჩემპიონატი - ბრინჯაოს მედლები (2019, 2022 წლები).

მასტერსები - ბრინჯაოს მედალი (იერუსალიმის მასტერსი, 2022 წელი).

გრანდ სლემები - ვერცხლის მედლები - აბუ დაბის გრანდ სლემი (2019 წელი); ანტალიის გრანდ სლემი (2022 წელი); თბილისის გრანდ სლემი (2023 წელი).

ბრინჯაოს მედლები - ეკატერიბრუნგის გრანდ სლემი (2019 წელი); ყაზანის გრანდ სლემი (2021 წელი); პარიზის გრანდ სლემი (2021; 2023 წლები); ბაქოს გრანდ სლემი (2021, 2022 წლები)


90 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტები იასპარეზებენ. გამოსარჩევია იაპონიის ნაკრები, “გოძილები” უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტების აზრით, 90 კგ წონით კატეგორიაში თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ქართული ფინალი ვიხილოთ. ამ ფაქტთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ძალიან ახლოს ვიყავით.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, 90 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები

  • სანშირო მურაო (იაპონია)
  • ლუკა მაისურაძე (საქართველო)
  • ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა)
  • კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
  • ლაშა ბექაური (საქართველო)
  • ნოდელ ვან დენტი (ნიდერლანდები)
  • მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
  • მამადილ მეჰდიევი (აზერბაიჯანი)

ლაშა ბექაურსა და ლუკა მაისურაძეს ტატამზე 11 მაისს ვიხილავთ.

სხვა სტატიები