Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე IV – ტატამზე გრიგალაშვილი და ასკილაშვილი გამოვლენ | პრევიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს.

8 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარეტლიანი გამოვიდნენ, თუმცა მათი ასპარეზობა წარუმატებელი გამოდგა. ლაშა შავდათუაშვილი პირველივე ეტაპზე სოიჩი ჰაშიმოტოსთან დამარცხდა, ეთერ ლიპარტელიანი კი 1/8-ფინალში ფრან მეტოქესთან დამარცხდა. საბოლოოდ მესამე საშეჯიბრო დღე უმედლოდ დავასრულეთ.

10 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 81 კგ, ქალებიდან კი 63 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, შესაბამისად საქართველოს ნაკრების ღირსებას ტატო გრიგალაშვილი და ეთერ ასკილაშვილი დაიცავენ.


ტატო გრიგალაშვილის საშეჯიბრო ბადე (81 კგ)

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტულის დაცვას შეეცდება. მიუხედავად იმისა, რომ ტატო გრიგალაშვილმა იაპონიაში გავლილ შეკრებაზე, მუხლის საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო თბილისის გრანდ სლემი გამოტოვა, ტატო მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მშვენიერ ფორმაში იყო და კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდა.

გრიგალაშვილი A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, მოლდოველ - მიჰაილ ლატისევსა და მაროკოელ - აჩჰრაფ მოუტის შორის გამარჯვებული იქნება.

დიდი ალბათობაა იმისა, რომ ტატო გრიგალაშვილი 1/8-ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველს - ანრი ეგუტიძეს შეხვდეს. ასევე ამ ბადეში იმყოფება ნუგზარ ტატალაშვილიც, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი გაერთიანებული საამიეროების სახელით ასპარეზობს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტატო გრიგალაშვილის მთავარი კონკურენტი და ამ წონის მეორე ნომერი, ბელგიელი - მატიას კასე, C ბადეშია განთესილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ - ბელგიური დაპირისპირება ფინალამდე არ შედგება.


ეთერ ასკილაშვილის საშეჯიბრო ბადე (63 კგ)

19 წლის ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ ფალავანს ბადეში ძალიან არ გაუმართლა.

დებიუტანტი ქართველი ფალავანი განუთესავია და ასპარეზობას პირველივ ეტაპიდან იწყებს, სადაც მას ანგოლელი მეტოქე - დიასონემა მუჩუნგუი შეხვდება. ანგოლური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, იაპონელი - მეგუმა ჰორიკავა იქნება.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები