Belive

ისტორიული ოქროს მედალი - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად...

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს.

10 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 81 კგ, ქალებიდან კი 63 კგ წონითი კატეგორიები ასპარეზობდნენ, შესაბამისად საქართველოს დროშის ქვეშ - მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - ტატო გრიგალაშვილმა იასპარეზა.

ტატომ 2022 წლის მსგავსად წელსაც ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან ფინალში კარგად ნაცნობი მეტოქე, ბელგიელი - მატიას კასე დაამარცხა.

23 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის დოჰაში მოპოვებული ოქროს მედალი ისტორიული გამოდგა - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტატო გრიგალაშვილი პირველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი 2-ჯერ მოიგო (2022, 2023 წლები).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისტორიული მიღწევა ქართველმა ფალავანმა 23-წლის ასაკში შეძლო.

სხვა სტატიები