Belive

მშობლიურ გუნდში | სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, სანდრო ალთუნაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და იბერია 1999-ის ფეხბურთელი გახდება.

28 წლის საყრდენი ნახევარმცველი გასული რამდენიმე თვის განმავლობაში თავისუფალი აგენტი გახლდათ და მშობლიურ გუნდს შეუერთდა.

გასული 2 სეზონის განმავლობაში სანდრო ალთუნაშვილი ვოლფსბერგერის ფეხბურთელი გახლდათ, სადაც დინამო ბათუმიდან გადაბარგდა, კარიერა კი სწორედ იბერია 1999-ის, იმ დროს საბურთალოს აკადემიაში აქვს დაწყებული. თბილისური კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2014-დან 2021 წლამდე 128 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

ავსტრიულ გუნდში სანდრო ალთუნაშვილმა ორი სეზონი გაატარა და ქვეყნის თასი მოიგო.

იბერია 1999 საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ დაგროვებული 52 ქულით გათამაშების ლიდერია და უახლოეს მდევარ გორის დილას 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები