Belive

მეცის მწვრთნელი: "მიქაუტაძე საუკეთესოთა შორისაა"

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"მეცის" მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ, რომელსაც კარიერის განმავლობაში, არაერთ წარმატებულ ფეხბურთელთან ერთად უმუშავია, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. ლიგა 1-ის 32-ე ტურის ეგიდით "რენთან" გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციის დროს, რუმინელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როგორ შეადარებს გიორგი მიქაუტაძეს იმ ვარსკვლავური ტიპის თავდამსხმელებთან, რომლებთანაც მას უმუშავია.

"მიქაუტაძე საუკეთესოთა შორისაა. მაგრამ მე ვერ გავბედავ მის შედარებას კვარეჟმასთან, უგო ვიანასთან, კრიშტიანუ რონალდუსთან ან ფრეისთან. ეს შეცდომა იქნება. ძალიან სასარგებლოა და ძნელი წარმოსადგენია ჩვენი გუნდი მის გარეშე.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიქაუტაძე ყოველთვის ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთვის და საფრანგეთის ჩემპიონატისთვის საინტერესო მოთამაშედ რჩება. მას კარგი საშუალო მაჩვენებელი აქვს, თუმცა გუნდში დაბრუნების შემდეგ ცოტა შეგვეშინდა. ის ციდან არ ჩამოსულა და შრომა დასჭირდა, რათა ნახევარი წლის შემდეგ წარმატების გემო გაეხსენებინა", - თქვა "მეცის" მთავარმა მწვრთნელმა.

ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონში ნათამაშებ 17 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები