Belive

"მეტოქეებს მარტივად გაუმკლავდა" - გიორგი კვერნაძის დებიუტს იტალიური მედია გამოეხმაურა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის დებიუტი იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი "ფორზინონეს" შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში 11 აგვისტოს, ქვეყნის თასის 1/32-ფინალური ეტაპის მატჩში შედგა, რომელშიც 20 წლის ქართველის გუნდმა მეტოქე - 1:0 დაამარცხა.

"საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მოედანზე მეორე ტაიმში, კონკრეტულად კი 66-ე წუთზე შემოვიდა და კარგი თამაშის ჩვენება შეძლო. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი კვერნაძის ოფიციალურ დებიუტს იტალიური მედია, კერძოდ ერთ-ერთი ლიდერი გამოცემა, Tuttmoercato გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მეტოქეებთან გამკლავება მარტივად მოახერხა.

"მართალია მან სათამაშოდ მხოლოდ რამდენიმე წუთი მიიღო, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იისთვის, რომ საკუთარი ძალები ეჩვენებინა და მეტოქის დაცვის ხაზში პანიკა დაეთესა. მან მარტივად შეძლო რამდენიმე მეტოქისთვის დასხლტომა და კარში დარტყმა. მისი შეფასება 6.5 ქულა იყო", - წერს ხსენებული გამოცემა.

რაც შეეხება იტალიის სერია A-ს, აქ "ფროზინონე" პირველივე ტურში მოქმედ ჩემპიონს, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვდება. მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები