"მაცარიმ საქართველოს მატჩს უყურა და კვარას მოძრაობები მოინიშნა" - იტალიური მედია
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში ფრედ დასრულებული მატჩის - 2:2 შემდეგ, იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას სუპერ მატჩს გამოეხმაურა.
"კვარაცხელია საქართველო-შოტლანდიის მატჩის (2-2) აბსოლუტური გმირი იყო. "ნაპოლის" ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მეორე ფორვარდის პოზიციაზე გიორგი მიქაუტაძესთან წყვილში. თანაც, ხუთმცველიან ტაქტიკაში, რაც "ნაპოლისგან" განსხვავებულია.
კვარაცხელიას ნაჩვენები შედეგები და ციფრები ეროვნულ ნაკრებში მის როლსა და მნიშვნელოვან გავლენაზე მეტყველებს. ამან შეიძლება აიძულოს "ნაპოლის" სამწვრთნელო გუნდის წარმომადგენლები, რომ მისთვის პოზიციის შეცვლაზე სერიოზულად იფიქრონ. ეს გუნდის როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური შედეგების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი იქნება.
ვალტერ მაცარი ქართველის თამაშს ყურადღებით ადევნებდა თვალს და მის მოძრაობებს აუცილებლად გაითვალისწინებს. ახალ ფორმაციაზე გადასვლა ყოველთვის შეიცავს რისკებს, მაგრამ ეს შეიძლება კვარაცხელიასთვის შესაძლებლობების სრულად გამოყენებისა და "ნაპოლიში" შედეგების გაუმჯობესებისთვის გასაღები იყოს. ახლა ის არის გასარკვევი, რამდენად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელები ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ", - წერს areanapoli.it-ი.
2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული, 3 გოლი გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.