მერაბ დვალიშვილი: "თუ რემატჩი არ შედგა - საჩემპიონო ბრძოლის პირველი კანდიდატი ვარ"
1 წთ
ქართული სპორტი
3 კვირის წინ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველი ვარსკვლავი - მერაბ დვალიშვილი, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს სადაც აღნიშნავს, რომ სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატია.
სტერლინგისა და ო'მალის ბრძოლის შემდეგ, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიას ახალი ჩემპიონი ჰყავს - შესაბამისად, მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებენ იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ო'მალის მომავალი მეტოქე.
2018 წელს, ჩემს მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვებიდან, შონ ო'მალის სისტემატურად ვიწვევდი, მაგრამ მაიგნორებდა. ვთქვი, რომ ჩემს თანაგუნდელთან და ძმასთან (ალჯამაინ სტერლინგი) ბრძოლა არ მსურდა და მედია გაგიჟდა. თუ სტერლინგსა და ო'მალის შორის დაუყოვნებლივი რემატჩი არ შედგა, სასიტულო ბრძოლის ნომერ პირველი კანდიდატი ვარ - კითხვები არ უნდა არსებობდეს. - მერაბ დვალიშვილი.
Every UFC win since my 1st in 2018 I called out @SugaSeanMMA @ufc and Sean ignored my call outs.I say I dont want to fight my teammate and brother @funkmasterMMA and the media goes crazy!If there is no immediate rematch I am Number 1 for this Title match.There should be NO questi
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) September 3, 2023