გიორგი სარდალაშვილი: "მსოფლიოს შემდეგ ევროპაც - ძალიან ბედნიერი ვარ"
23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობით დასრულდება.
საქართველოს ნაკრებს მძიმე სტარტი ჰქონდა, რადგან ერთმანეთის მიყოლებით ნაადრევად გავარდნენ - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე და ჯულიეტა როდონაია.
თუმცა, დღე მაინც ტრიუმფით დავასრულეთ, რადგან 21 წლის გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობას, ევროპის ჩემპიონობაც მიუმატა. მან ფინალში რუსი მეტოქე - აიუბ ბლიევი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, გიორგი სარდალაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"ჩემი ყველა გუნდელი ევროპის ჩემპიონია და ეს მინდოდა მეც! ვიცი, რომ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობა ერთად ძალიან რთულია, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.
დღეს ჩემს მწვრთნელს ვუსმენდი, მაგრამ ჩემი ძმაც აქ იყო და ძალიან სასიამოვნო იყო მისი რჩევების მიღება.
მომავალ წელს მოუთმენლად ველოდები ტიტულის დაცვას, რადგან, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს, საქართველოში ძალიან უყვართ ძიუდო და ეს დიდ მოტივაციას მაძლევს." - გიორგი სარდალაშვილი
შეგახსენებთ, რომ 21 წლის გიორგი სარდალაშვილმა 2024 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, 2025 წელს კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. წინ ოლიმპიადის წვერვალია, რომელიც 2028 წელს ლოს ანჯელესში გაიმართება. გიორგი სარდალაშვილი კი 24 წლის ასაკში შეხვდება ლოს ანჯელესის ოლიმპიადას.