Belive

მერაბ დვალიშვილი საუკეთესოთა შორის

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის გამორჩეული მებრძოლი და საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი - მერაბ დვალიშვილი, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდს გადის. უდიდესი ალბათობით, მერაბ დვალიშვილი ოქტაგონს მალე დაუბრუნდება და შესაძლოა წლის ბოლოს ბრძოლა მიიღოს.

ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ, დვალიშვილი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებასა და ბრწყინვალე სტატისტიკის გაუმჯობესებას შეეცდება. დვალიშვილი იმ 4 საუკეთესო მებრძოლს შორისაა, რომელთაც ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვთ. ქართველმა მებრძოლმა უკანასკნელი 9 ბრძოლის მოგება შეძლო, რაც მეორე საუკეთესო შედეგია.

UFC-ის Top 4 მებრძოლი ყველაზე გრძელი მოგებათა სერიით

  1. ისლამ მახაჩევი - 12

  2. მერაბ დვალიშვილი - 9

  3. ტატიანა სუარესი - 7

  4. მოვსარ ევლოევი - 7

სხვა სტატიები