Belive

მე-12 გოლი: ვის გადაასწრო კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეგოლეთა სიაში?

7 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, პსჟ-მ ლონდონის ჩელსი 3:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი 8:2 აჯობა და საუკეთესო 8 გუნდს შორის ადგილი მოიპოვა.

"სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ მატჩში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა არისტოკრატებს ორი მატჩის ჯამში 3 გოლი გაუტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ორივე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

25 წლის ქართველმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კარიერაში უკვე 12 გოლის გატანა შეძლო.

გატანილი გოლების რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო ფეხბურთის არაერთ ვარსკვლავს გადაასწრო, სიაში საინტერესო სახელი და გვარებია, მათ შორის:

  1. ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგი;

  2. ზორან ფილიპოვიჩი;

  3. იურგენ პიპენბურგი;

  4. კლაუდიო ზუზლერი;

  5. ალი მაკოისტი;

  6. რამონ გროსო;

  7. დარკო პანჩევი;

  8. ევარისტო დე მაჩედო;

  9. ჟაირი;

  10. ვლადიმირ კოვაჩევიჩი;

  11. ტომი ტეილორი;

  12. დარვინ ნუნიესი;

  13. მიხაილის კონსტანტინუ;

  14. მაიკლ ოუენი;

  15. ვეტსონ მაკკენი;

  16. ლორენცო ინსინიე;

  17. იონ დალ ტომასონი;

  18. საულ ნიგესი;

  19. ემანუელ ადებაიორი;

  20. ერნესტ პოლი;

  21. ოსკარ კარდოსო;

  22. სინიშა მიჰაილოვიჩი;

  23. ჯიმი ჯონსტონი;

  24. ზლატკო ზაჰოვიჩი;

  25. მარკინიოსი;

  26. ალექს ტეიშეირა;

  27. ჰარალდ ბატბაკი;

  28. მარიო კოლუნა;

  29. ემილ ფორსბერგი;

  30. ​რაფაელ გერეირო;

  31. ალენ ბოქშიჩი;

  32. ​კრისტოფერ ნკუნკუ;

  33. დიეგო კოშტა;

  34. კრისტიან პანუჩი;

  35. ხოსანი;

  36. დომინიკ სობოსლაი;

  37. მაიკლ ესიენი;

  38. დეიან სტანკოვიჩი;

  39. ალბერტო ჯილარდინო;

  40. კლაუდიო ლოპესი;

  41. მაქსიმ შაცკიხი;

  42. დეიან სავიჩევიჩი;

  43. სიდნი გოვუ;

  44. ხოსე კალეხონი;

  45. მირალემ პიანიჩი;

  46. დუვაიტ იორკი;

  47. სავიო;

  48. ოლეგ ბლოხინი;

  49. დუგლას კოშტა;

  50. მესუთ იოზილი;

  51. კლარენს ზეედორფი;

  52. ანდრეს ინიესტა;

  53. ტონი კროოსი;

  54. ხავი;

პსჟ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გალათასარაისა და ლივერპულის წყვილში გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები