"რატომ არ შეიძლება ოქროს ბურთი კვარამ მოიგოს?!" - იტალიური მედია ქართველ ვარსკვლავს ლობირებს
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია საშუალება, radioradio.it საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს და მის მიერ ოქროს ბურთის მოგების შანსებზე საუბრობს.
"ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურა უკვე აღარ არის უბრალოდ ვარაუდი. პარი სენ-ჟერმენის ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბში თავისი მეორე სეზონი ისე ჩაატარა, რომ 2026 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში რეალურ პრეტენდენტად იქცა.
მთავარი მიზეზი ჩემპიონთა ლიგაა. კვარა ევროპის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მას შემდეგ, რაც პსჟ-მ ევროპული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მეშვიდე ნომერმა ტურნირი 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცებით დაასრულა და პლეი-ოფის ეტაპზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მხოლოდ სტატისტიკა არ განსაზღვრავს მის კანდიდატურას. პსჟ-ს შემადგენლობაში ის მუდმივად დიდ სცენებზე გამოირჩევა და ჟურნალისტ ფურიო ზარასთვისაც (la gazzeta dello sport) ოქროს ბურთზე მისი ნომინაცია სრულიად დამსახურებულია: "ის ფეხბურთელია, რომელიც სხვაობას ქმნის. ჩემპიონთა ლიგაში მან თავისი ყველა თვისება გამოავლინა და ოქროს ბურთს იმსახურებს".
ნაპოლიდან პსჟ-ში გადასვლით ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. რადგან ამ რბოლას მკაფიო ლიდერი არ ჰყავს, რატომ არ შეიძლება, რომ ეს კვარაცხელია იყოს?", - წერს radioradio.it.
ხვიჩა კვარაცხელიამ ასტონ ვილასთან ევროპის სუპერ თასზე გამარჯვებით პსჟ-სთან ერთად წელიწადნახევარში უკვე მე-9, კარიერაში კი მე-12 ტიტული მოიპოვა.