Belive

მარლონ მორაეში: "მერაბი მაგარი და ღირსეული ბიჭია, მის გვერდით ვარ"

17 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.

ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ - ერთ-ერთი მათგანი, UFC-ს ყოფილი ცნობილი მებრძოლი, ბრაზილიელი - მარლონ მორაეშია, რომელთანაც მერაბმა 14 ნოემბერს RAF-ში უნდა იჭიდავოს.

ბრაზილიელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ მან ახლახან გაიგო ეს ინფორმაცია, რომ მერაბ დვალიშვილს მსგავსი ფაქტი შეემთხვა.

„ვიცი, ახლახან გავიგე ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ზუსტად არაფერი ვიცი, უბრალოდ გავიგე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგადაა.

მერაბთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ის კარგი, ღირსეული და მებრძოლი ბიჭია. იმედია, ისეთი არაფერი მომხდარა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს.

იმედია ყველაფერი რიგზეა და ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მის გვერდით ვარ.“ - მარლონ მორაეში

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში სწორედ იმიტომ იმყოფებოდა, რომ 14 ნოემბერს RAF-ის შეჯიბრზე სწორედ ბრაზილიელ - მარლონ მორაეშთან უნდა იბრძოლოს.

სხვა სტატიები