ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი ნიურნბერგში უახლოეს პერიოდში დადასტურდება
Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი გერმანულ ნიურნბერგში 11 ივლისს გაოფიციალურდება.
27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 11 ივლისს, გუნდი ფეხბურთელთან ერთად მედია აქტივობებს ჩაატარებს, რის შემდეგაც ტრანსფერი საჯარო გახდება.
ნიურნბერგი ბავარიის რეგიონში მდებარე ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია და 1920-იან წლებში გერმანიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, გუნდს ასევე ოთხჯერ ქვეყნის თასი აქვს მოგებული. ახლა გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს და მთავარ მწვრთნელად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, მიროსლავ კლოზე ჰყავს.
ლუკა ლოჩოშვილმა გასული 3 სეზონი იტალიაში გაატარა, სადაც კრემონეზეს და სალერნიტანას შემადგენლობაში ითამაშა. კარიერის განმავლობაში ლუკა ლოჩოშვილს დინამო თბილისის, სლოვაკური ჟილინას, უკრაინული კიევის დინამოსა და ავსტრიული ვოლფსბერგერის შემადგენლობაში უთამაშია.