"შანსისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს" - ლივერპულის ვეტერანი მეკარე მამარდაშვილზე საუბრობს
9 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლივერპულის ვეტერანმა მეკარემ, ბრედ ფრიდელმა, გიორგი მამარდაშვილის ალისონთან კონკურენციის შესახებ ისაუბრა.
"მამარდაშვილი საკუთარი თავის ერთგულად უნდა დარჩეს და ლივერპულური კარიერა გააგრძელოს.
არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მას ზეწოლის გაძლება არ შეუძლია, მაგრამ ჯერ შანსი უნდა მიიღოს.
რაც ვნახე, იმის თქმა შემიძლია, რომ ლივერპულის სკაუტები ახალ, გრძელვადიან კარის დარაჯს ეძებენ, მაგრამ სანამ მამარდაშვილი ლივერპულშია, მან ორივე ხელით უნდა იბრძოლოს შანსის მოსაპოვებლად", - ამბობს ბრედ ფრიდელი.
გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში ლივერპულში 14 მატჩში აქვს ნათამაშები და 3-ჯერ კარის უსაფრთხოება მშრალად შენახული. ამ სეზონში, ალისონ ბეკერს ტრავმა აქვს მიღებული და დარჩენილ ნაწილში მერსისაიდული გუნდის კარის უსაფრთხოება გიორგი მამარდაშვილმა უნდა დაიცვას.