Belive

ლუკა ლოჩოშვილის გუნდში გამოცდილი იტალიელი მწვრთნელი დანიშნეს

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის გუნდში, კრემონეზეში ახალი მთავარი მწვრთნელი, დავიდე ნიკოლა დანიშნეს.

სერია A-ს სხვადასხვა გუნდებში, წლების განმავლობაში მუშაობის გამოცდილების მქონე ნიკოლა ქართველ მცველთან აქამდეც თანამშრომლობდა. 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე დავიდე ნიკოლა ემპოლის ხელმძღვანელობდა და საბა გოგლიჩიძეს წვრთნიდა.

დავიდე ნიკოლა ემპოლის შემდეგ კალიარის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, კარიერის განმავლობაში კი 52 წლის სპეციალისტს ლუმესანე, ლივორნო, ბარი, კროტონე, უდინეზე, ჯენოა, ტორინო და სალერნიტანა ჰყავდა ჩაბარებული.

ლუკა ლოჩოშვილს კორემონეზესთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი სალერნიტანაში იჯარის წესით გაატარა. ლუკა ლოჩოშვილს რამდენიმე იტალიურ გუნდს უკავშირებენ.

სხვა სტატიები