Belive

ლუკა ლოჩოშვილი: "გავის ტრავმა ჩემი ბრალი არ არის"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან - 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, ლუკა ლოჩოშვილს სოციალურ ქსელში ესპანელი ქომაგები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ და მას თავისი გუნდის ნახევარმცველის, გავის ტრავმას აბრალებენ. რეალურად, "ბარსელონას" ნიჭიერი ვარსკვლავის დაზიანებაში ქართველ ფეხბურთელს წვლილი არ მიუძღვის, რასაც თავად 25 წლის მცველიც გამოეხმაურა.

"გავის ტრავმასთან დაკავშირებით უამრავი შეტყობინება მივიღე. ყოველთვის არასასიამოვნოა, როცა ასეთი რამ ხდება. არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემსა და მას შორის ორთაბრძოლისას მოხდა, ეს კიდევ უფრო რთული იქნებოდა. მგონია, რომ ეს სხვა მომენტში მოხდა. მას მალე გამოჯანმრთელებას და მოედანზე სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებ", - წერს ქართველი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

ლუკა ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში იტალიის სერია B-სა და იტალიის თასზე საერთო ჯამში 9 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სხვა სტატიები