Belive

ლუკა ლაცაბიძე ევროპა ლიგაზე შახტარის განაცხადში მოხვდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

19 წლის ქართველი მცველი, ლუკა ლაცაბიძე დონეცკის "შახტარმა" უეფას ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე, "მარსელთან" გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა.

უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც რანგით მეორე ევროპული ტურნირის პირველ საპლეიოფო შეხვედრაში ფრანგულ მარსელის "ოლიმპიკს" უნდა შეხვდეს.

აღნიშნული მატჩისთვის "შახტარის" განაცხადში სამივე ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი და ახალწვეული ლუკა ლაცაბიძე იქნებიან.

"შახტარი" მასპინძლის რანგში "მარსელს" 15 თებერვალს შეხვდება, მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. 23 რიცხვში საპასუხო შეხვედრა უკვე საფრანგეთში შედგება და 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები