Belive

ლუკა ჯავახიშვილი ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში, ჭაბუკ ძიუდოუსტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს, 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვყავდა, ლუკა ჯავახიშვილი და გიორგი მიშველიძე. ჯავახიშვილმა ფინალამდე მიაღწია, სადაც იაპონელ კეიტო კიჰარასთან დამარცხდა. ქართველმა აკრძალული ილეთი გამოიყენა, რის გამოც შეხვედრა წაგებულად ჩაეთვალა და საბოლოოდ, ლუკა ვერცხლის მედალს დასჯერდა.

რაც შეეხება მიშველიძეს, ის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა. ქართველს საკმაოდ რთული შეხვედრა ჰქონდა ბრაზილიელი  მედიერეს ნეტოს წინააღმდეგ. საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც გიორგიმ იმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხვალინდელ საშეჯიბრო დღეს საქართველო ერთი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნოდარ ალაფიშვილი შეეცდება ოქროს მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე  ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია. აქედან გამომდინარე, საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები