Belive

ლუის დე ლა ფუენტე: "ჩემი აზრი უცვლელია: საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს"

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
"მატჩის წინ ძნელია შედეგში დარწმუნებული იყო, განსაკუთრებით კი ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებაში. ჩვენი ფეხბურთელები განსაკუთრებული კონცენტრაციით თამაშობდნენ, რასაც ზურგს მათი ნიჭიერება, დისციპლინა, ამბიცია და იმ თამაშის ნდობა უდგას, რომლის ჩვენებასაც ვაპირებდით.

მიუხედავად შედეგისა, არ ვიცვლი აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრები, შემადგენლობისა და შესაძლებლობების კუთხით, ერთ-ერთი ძლიერი გუნდია, მაგრამ მათ იმ ღირებულებებისა და წინაღობების წინააღმდეგ მოუწიათ გალაშქრება, რომელიც ზევით აღვნიშნე. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები მომავალშიც წარმატებულ გამოსვლას გააგრძელებს", - - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას ნორვეგიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, 12 სექტემბერს სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები