Belive

ლორენცო ინსინიე: "კვარას ადგილას ვყოფილვარ და მისი კარგად მესმის"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა და იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ლორენცო ინსინიემ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

აჟამად "ტორონტოს" შემაგდნელობაში მოთამაშე 32 წლის შემტევმა სხვადასხვა თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავის კარგად ესმის.

"კვარაზე ვღელავ, რადგან მის ადგილას ყოფნა მეც გამომიცდია. მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ კვარაცხელია მშვიდადაა, რადგან ის "ნაპოლის" მთავარი კაცია.

მას ძალიან მაღალი დონის თამაშის ხარისხი აქვს, თუმცა საჭიროა, რომ ხალხმა მის შესახებ უფრო სწორად იფიქროს. ჩემთვის ნაცნობია მომენტი, როცა გოლის გატანას ვერ ახერხებ და მატჩს ვერ იგებ, თუმცა მჯერა, რომ გულშემატკივარი მას მხარს დაუჭერს.

შარშან, ჩემი ყოფილი გუნდის ფეხბურთელებმა მთლიანად ქალაქისთვის გასაცოარი რამ გააკეთეს, ამიტომაც ახლა ისინი მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებენ", - თქვა იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა კარიერას MLS-ში აგრძელებს.

2023/24 წლების საფეხბურთო სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნრიზე ჩატარებულ 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული. შემდეგ მატჩს ნეაპოლიტანელები უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში გამართავენ და "ბრაგას" საშინაო კედლებში შეხვდებიან. პლეი-ოფში გასასვლელად, ქართველი ფეხბურთელის გუნდს სულ მცირე ორი ბურთით არ წაგება სჭირდება.

სხვა სტატიები