Belive

კრისტიან ძაკარდო: "ვფიქრობ, ანდრია ბართიშვილს ბევრმა გუნდმა თვალყური უნდა ადევნოს"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და ამ ეტაპზე საფეხბურთო მენეჯერი, კრისტიან ძაკარდო, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერებში მონაწილეობას იღებდა, ქართველი ვარსკვლავის და სხვა ტალანტების შესახებ საუბრობს.

ძაკარდო იტალიურ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში კიდევ ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომელმაც შესაძლებელია მაღალ დონეზე ითამაშოს.

"მე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში რეკომენდაცია გავუწიე. შემდეგ კარგი გუნდი შედგა და მათ ტიტული მოიგეს. პსჟ-ში მან დაუყოვნებლივ ჩემპიონატის, თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლეს. ის ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირია. ნაპოლის მიერ მესამე ჩემპიონობის სეზონი ყველასთვის დაუვიწყარი გამოდგა.

იმედი მაქვს, შემდეგ წელს, ნაპოლი და პსჟ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდებიან და კვარას ნეაპოლში დაბრუნება და გულშემატკივრის მიერ დამსახურებული აპლოდისმენტების მიღება შეეძლება. ის ბრწყინვალე ბიჭია და აინტერესებს ნეაპოლოელი ქომაგი.

საქართველოს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. მაგალითად, ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენიდან. 24 წლის ფეხბურთელი თავისი გუნდის გამორჩეული მოთამაშეა, გოლებს იტანს და საგოლე პასებს აკეთებს. ძალიან კარგი გარემარბია.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ფროზინონეს წარმომადგენელი, გიორგი კვერნაძე ვნახე, რომელმაც ძალიან მოუმატა.

თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა დავასახელო, ანდრია ბართიშვილზე ვისაუბრებ, რომელიც 2009 წელსაა დაბადებული და ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, მაგრამ ისეთი ბიჭია, რომლისთვის თვალყურის დევნებაც ჩემი აზრით უკვე ბევრ გუნდს შეუძლია. მის შესახებ კიდევ გავიგებთ", - ამბობს კრისტიან ძაკარდო.

ანდრია ბართიშვილი 16 წლის ფეხბურთელია, რომელიც დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და ახლა ფოთის კოლხეთი 1913-ის და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშობს.

სხვა სტატიები