Belive

ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე სხვადსხვა გერმანული მედია საშუალებების მიერ აღიარების შემდეგ, ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდის შედგენილ სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

32 წლის ფორვარდი გერმანიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა 32-ე სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად შეიყვანა, როგორებიც მაიკლ ოლისე, ლეონ გორეცკა (მიუნხენის ბაიერნი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), პატრიკ შიკი (ლევერკუზენის ბაიერი) და სხვები არიან.

Die Fantasy Top-Elf des 32. Spieltags

მიუნხენის ბაიერნის კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგის ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ჰაიდენჰაიმი 23 ქულით ბუნდესლიგაში მე-18 პოზიციას იკავებს და ვოლფსბურგს, რომელიც გადათამაშების ზონაშია, 3 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები