Belive

ლიგა 1-ის საიტი: "მოთამაშე, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ - გიორგი მიქაუტაძე"

8 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის სადებიუტო სეზონი დამაჯერებლად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს 2 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აქვს, გიორგიმ ორივე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა - პირველ ტურში "რენთან" ასისტი გაიფორმა, ხოლო მეორე ტურში "მარსელს" გაუტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გიორგის კარგი ასპარეზობა არ გამორჩენია ლიგა 1-ის ოფიციალურ საიტს, რომელმაც გიორგის სტატია მიუძღვნა.

მოთამაშე, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ - გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძემ "მეცს" თავისი კვალი უკვე დაატყო და მათ "მარსელთან" ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

მიქაუტაძის თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა, მაგრამ მხოლოდ იტალიაში არ გამოუწვევია ქართველს რყევები. მიქაუტაძემ "მეცის" უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ლიგა 2-ის ბომბარდირი 23 გოლით, 22 წლის მიქაუტაძე კვლავაც "მეცის" მთავარი იარაღი იქნება შეტევაში, მას კი სურს რომ წელს მისი გუნდი ლიგა 1-ში დარჩეს.

 

მსგავსი მომენტები სამუდამოდ დარჩება ჩვენთან ერთად, ჩვენს გულებსა თუ გონებაში, ჩვენ ბედნიერები ვართ და ამის გემოს ვგრძნობთ - განუცხადა გიორგიმ beIN SPORTS-ს

მიქაუტაძე განსაკუთრებულად უყვარს კლუბის მთავარ მწვრთნელს, ლასლო ბოლონის.

მე ბედნიერი ვარ, ის მომაკვდინებელია და ამას იმსახურებს - აცხადებს ბოლონი

ლიონში დაბადებულ ფორვარდს აქამდე მოსასვლელად გარკვეული გზის გავლა მოუწია. 17 წლის ასაკში "ლიონის" აკადემიიდან "მეცში" მოხვდა.

რეზერვებში თამაშის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი ფორვარდი ბელგიურ "სერენში" იჯარით გადავიდა. 33 მატჩში გატანილი 14 გოლის შემდეგ, "მეცმა" მას ძირითად გუნდში დამკვიდრების შანსი მისცა, რაც სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

ჩვენ გვეყო გამბედაობა რომ დაგვეტოვებინა და შანსი მიგვეცა იმისთვის, ვინც მანამდე სერიოზულად არ მოიაზრებოდა - ეს ფრაზა კვლავ ლასლო ბოლონის ეკუთვნის

იმაზე თუ რა მიზნით დაბრუნდა კლუბში კვლავ მიქაუტაძე გვესაუბრება

"მეცში" იმიტომ დავბრუნდი, რომ კლუბი ისევ უმაღლეს ლიგაში დამებრუნებინა. ბელგიაში გატარებული 2 წელი სასარგებლო იყო, "სერენი" უმაღლეს ლიგაში დავაბრუნე, აქაც იგივე მიზნით ჩამოვედი და მსიამოვნებს რომ ეს შევძელი - ქართველი ფორვარდი მიღწევებით კმაყოფილია
გიორგი მიქაუტაძემ მარსელს გაუტანა
გიორგი მიქაუტაძემ მარსელს გაუტანა (ვიდეო)

პირველ ორ ტურში გოლისა და ასისტის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მეცის" იმედები გიორგის მხრებზეა.

სხვა სტატიები