Belive

ლევადიას მწვრთნელი: "სასურველ შედეგს ერთიანობით მივაღწიეთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან დუელში თბილისის იბერია 1999-თან გამარჯვების შემდეგ, ლევადიას მთავარი მწვრთნელი, კურო ტორესი საუბრობს.

"ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, გვქონდა საგოლე მომენტებიც. მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ და ვფიქრობთ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ყველა ასპექტში მზად ვიყავით, როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად, ტექნიკურად და მენტალურად. მიუხედავად იმისა, რომ ამინდმა გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა, ყველაფერს მზად შევხვდით. ვფიქრობ, სასურველი შედეგის მიღწევა ერთიანობით მოვახერხეთ", - ამბობს კურო ტორესი.

იბერია 1999-მა ესტონეთში (0:1) წააგო, საქართველოში ძირითადი დრო 2:1 მოიგო, ექსტრა ტაიმში კი კიდევ ერთი ბურთი გაუშვა და შემდეგ ეტაპზე ლევადია გავიდა.

სხვა სტატიები