Belive

საქართველოს თასის მეორე ფინალისტი იბერიაა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს გორის დილა და იბერია 1999 დაუპირისპირდებიან.

დღეს გამართულ ნახევარფინალში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, იბერიამ ბათუმელებს 5:1 მოუგო და ფინალში გავიდა.

იბერიამ პირველი ტაიმი მოკრძალებულად, თორნიკე ახვლედიანის გოლით მოიგო. მეორე ნახევარში თბილისელთა მხრიდან გოლები ნიკოლოზ დადიანმა, ამირან ძაგანიამ (2) და ლუკა სილაგაძემ გაიტანეს. დინამომ პრესტიჟის ერთი გოლი გაიტანა და ის ლუკა წულუკიძის ანგარიშზეა.

პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, გორის დილამ სამტრედია 2:0 დაამარცხა, ასე რომ საქართველოს თასისთვის დილა და იბერია შეხვდებიან ერთმანეთს.

სხვა სტატიები