დღეს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის III საშეჯიბრო დღემ, სადაც მამაკაცემში -73 კგ, ხოლო ქალებში -57 კგ წონითი კატეგორიები ასპრეზობენ. დღევანდელ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას მხოლოდ ერთი ქართველი დაიცავს, ეს 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილია.
ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე ავსტრალიელი - კალვინ ნოესტერი იყო, რომელიც ლაშამ მარტივად დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე გაერთიანებული საამიეროების წარმომადგენელი - ვიქტორ სკვორტოვი იქნება.