ლაშა ოდიშარია: "დიდ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში განსაკუთრებული მომენტია"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, ლაშა ოდიშარია უეფას ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში საფრანგეთთან შეხვედრის წინ, კომენტარს აკეთებს.
"დიდ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში განსაკუთრებული მომენტია. საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან საკუთარი მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით.
ფსიქოლოგთან მუშაობა ნამდვილად დამეხმარა და ევროპა ლიგაზე ჩატარებულმა მატჩებმა დიდი გამოცდილება მომცა, მაგრამ ნაკრები სრულად განსხვავებული ვითარებაა და მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს", - ამბობს ლაშა ოდიშარია.
საქართველოს ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთს (14 ივნისი, ჟილინა) და პორტუგალიას (17 ივნისი, ტრენჩინი) შეხვდება.